ვირტუალური გაკვეთილი - ალუდა ქეთელაური
მაგიდასთან მხოლოდ მასწავლებელი ზის - წინ კომპიუტერი, გვერდით წიგნები. ცარიელია კლასი, ცარიელია სკოლა. ბავშვები მხოლოდ ეკრანზე ჩანან - ონლაინ გაკვეთილი იწყება. ამჯერად - ქართულის. დღეს ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაურს“ იწყებენ. „მწვანე სკოლა“ ერთ-ერთია იმ სკოლებიდან, ვინც კორონავირუსის გავრცელების გამო იძულებით შეწყვეტილი სწავლის პირობებში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და პირველ ნაბიჯებს დგამს.