2 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დისველთან თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევას ემსხვერპლა საჰაერო სარდლობის პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი.
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თვითმფრინავი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 401-ე მუხლით, ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. ნაპოვნია შავი ყუთიც.
დაღუპული პილოტის ცხედარი პროზექტურიდან სახლში, გორში 3 ივლისს გადაასვენეს.
ფორუმი