Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კაციც ვერ გაუძლებს იმ შრომას, რასაც მე და ჩემი თანამშრომელი ქალები ვეწეოდით"


მარტის პირველ ნახევარში საქართველოში ქალებთან დაკავშირებული ორი უქმე დღეა. 3 მარტი - "დედის დღე" წელს კვირა დღეს დაემთხვა, 8 მარტის ღონისძიებებისთვის ქალთა უფლებებზე მომუშავე არაერთი ორგანიზაცია ემზადება, მათ შორის, დამოუკიდებელი პროფკავშირი - "სოლიდარობის ქსელი", რომლის წარმომადგენლებმა გაავრცელეს საგანგებო მანიფესტის ტექსტი - "რატომ გამოვდივარ 8 მარტს?".

"სოლიდარობის ქსელი" დასაქმებულებს შეახსენებს, რომ 8 მარტი უქმე დღეა და თუკი, ადამიანს სურს ამ დღეს (სხვა უქმე დღეებშიც) დაისვენოს, შეუძლია შესაბამისი განცხადებით მიმართოს დამსაქმებელს.

სოფო ჯაფარიძე, "სოლიდარობის ქსელის" თავმჯდომარე და შორენა ლობჟანიძე, ქსელის წევრი "დილის საუბრებში" ლაპარაკობენ საქართველოში დასაქმებული ქალების საჭიროებებზე - იმ საკითხებზე, რომლებიც დამსაქმებლებთან ურთიერთობაში მოსაგვარებელია და ქალებს არათანაბარ მდგომარეობაში ამყოფებს. გარდა ამისა, გადაცემის სტუმრები ლაპარაკობენ არასწორ პრაქტიკებსა და მიდგომებზე დასაქმებული ქალებისა თუ დედების მიმართ როგორც დამსაქმებლების, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

8 მარტს "სოლიდარობის ქსელი" გეგმავს აქცია-მსვლელობის გამართვას.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG