საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას თქმით, „სახელმწიფოს მიტაცება“, საბოლოოდ მაინც კრახით მთავრდება. თუმცა ვიდრე მიმტაცებლები მოღვაწეობას კრახით დაასრულებენ, ისინი სამომავლო თადარიგს იჭერენ და სათავისო კვალს ტოვებენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე.