ვერეშჩუკი: მიღწეულია შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ მარიუპოლიდან და მელიტოპოლიდან
უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთის მხარესთან მოხერხდა შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას საშუალებას მისცემს, კერძო მანქანებით დატოვოს ალყაშემორტყმული მარიუპოლი.
ვერეშჩუკმა 25 მარტს თქვა, რომ ვინც ქალაქიდან გაღწევას მოახერხებს, შეძლებს შემდეგ მეზობელი ქალაქი ბერდიანსკიდან ავტობუსით გაემგზავროს ქალაქ ზაპოროჟიეში.
„ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა მარიუპოლელებით სავსე ავტობუსებმა დღეს ზაპოროჟიეში ჩააღწიონ“, - თქვა მან და დასძინა, რომ ასევე მიღწეულია შეთანხმება სამოქალაქო პირების ევაკუაციაზე ქალაქ მელიტოპოლიდანაც.
მარიუპოლი, რომელშიც ომამდე 400 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მიწასთანაა გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანი ჯერაც ცდილობს ქალაქიდან გამოღწევას.
ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ წინა შეთანხმებები ჩაიშალა, რაშიც მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს.
ნატო უკრაინაზე: "ვაწვდით არსებით აღჭურვილობას... შევთანხმდით, გავაკეთოთ მეტი"
პრემიერი: კაცობრიობა დგას იმ ტრაგიკული შედეგების წინაშე, რომელიც მოიტანა რუსეთის მიერ წარმოებულმა მოქმედებამ უკრაინაში