Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საომარი მდგომარეობა უკრაინაში. XIV დღე - განახლებადი ინფორმაცია

XIV დღე. რა ვიცით უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ამ დროისთვის:

  • ზელენსკი: ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან
  • ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ რუსეთის ნავთობს აღარ შეისყიდის. უკრაინა 12 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს
  • იაპონიამ უკრაინის დასახმარებლად სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი აპირებს უკრაინას 1.4 მილიარდი დოლარით დაეხმაროს

ყველა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ნახეთ აქ:

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთს და რუმინეთს ეწვევა

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ 6 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ 21:00 საათამდე საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ 6 ჰუმანიტარული დერეფნით მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ამის შესახებ დღეს, 9 მარტს კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უკრაინის რეინტერგაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა.

მინისტრის ინფორმაციით, დილით რუსეთისგან მიიღეს შეტყობინება, რომ თანახმაა უკრაინისგან შეთავაზებულ მარშრუტებსა და „წითელი ჯვრისთვის“ შესაბამისი წერილის გაგზავნაზე. ვერეშჩუკის თანახმად, კიევმა „წითელ ჯვარში“ წერილი უკვე გაგზავნა.

უკრაინელი მინისტრის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოდარი-ზაპოროჟიე, სუმი-პოლტავა, მარიუპოლი-ზაპოროჟიე, ვოლნოვახა-პოკროვსკი, იზიუმი-ლოზოვაია და კიევის ოლქის ქალაქებიდან, ბუჩიდან, ვორზელიდან, ირპინიდან, ბოროდიანკიდან და გოსტომელიდან დედაქალაქ კიევისკენ.

ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ცალკე ოპერაციაა ჩასატარებელი ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლიდან 50 ბავშვის და 26 თანამშრომლის ევაკუაციისთვის, ამიტომ რუს სამხედროებს მოუწოდებენ, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის პირობა.

ატომური ენერგიის სააგენტომ დაკარგა კავშირი ჩერნობილის სადგურის მონიტორინგის სისტემასთან

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG