Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საომარი მდგომარეობა უკრაინაში. X დღე - განახლებადი ინფორმაცია

X დღე. რა ვიცით უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ამ დროისთვის:

  • უკრაინაში აშშ-ის საელჩო ომის დანაშაულს უწოდებს რუსეთის თავდასხმას ატომურ ელექტროსადგურზე
  • გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებისა და რუსეთის მიერ მისი დაკავების გამო
  • ზელენსკიმ მწვავედ გააკრიტიკა ნატო უკრაინაში ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნაზე უარისთვის
  • პუტინმა უკრაინის მხარესთან მოლაპარაკებების გასამართად მოსკოვის ყველა პირობის შესრულება მოითხოვა
  • ზელენსკის მიმართვა: ნუ გაჩუმდებით, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინას
  • აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთი მძაფრად გააკრიტიკეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურისთვის რუსეთის ჯარის მიერ ცეცხლის დაშენის და შემდეგ მისი დაკავების თემას. გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა, ლინდა ტომას გრინფილდმა, განაცხადა, რომ მსოფლიო „ბეწვზე გადაურჩა ბირთვული კატასტროფას,“ როცა რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნას სადგურს, გაჩნდა ხანძარი, რომელიც მთელ ღამეს გრძელდებოდა. ელჩის თანახმად, რუსეთის თავდასხმა იყო დაუჯერებლად "უგუნური და სახიფათო“. მან საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას მთელ რუსეთში, უკრაინასა და ევროპაში.

ყველა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ნახეთ აქ:

XS
SM
MD
LG