„ოკუპანტებო, წადით სახლში“ „ხენსონი უკრაინაა!“
X დღე. რა ვიცით უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ამ დროისთვის:
აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთი მძაფრად გააკრიტიკეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურისთვის რუსეთის ჯარის მიერ ცეცხლის დაშენის და შემდეგ მისი დაკავების თემას. გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა, ლინდა ტომას გრინფილდმა, განაცხადა, რომ მსოფლიო „ბეწვზე გადაურჩა ბირთვული კატასტროფას,“ როცა რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნას სადგურს, გაჩნდა ხანძარი, რომელიც მთელ ღამეს გრძელდებოდა. ელჩის თანახმად, რუსეთის თავდასხმა იყო დაუჯერებლად "უგუნური და სახიფათო“. მან საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას მთელ რუსეთში, უკრაინასა და ევროპაში.
ყველა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ნახეთ აქ: