V დღე. რა ვიცით უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ამ დროისთვის:
- ამოქმედდა ევროკავშირის სანქციები რუსული ავიაკომპანიებისა და ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ
- ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ბორის ჯონსონსა და ანჟეი დუდას
- ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს იღებს.
- ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას 450 მილიონი ევროს ლეტალურ და 50 მილიონი ევროს არალეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.
- ვიტალი კლიჩკომ უარყო გავრცელებულ ინფორმაციას „კიევის ალყის" შესახებ.
- „უკრაინსკაია პრავდა" უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე, ვალერი ზალუჟნიზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორი დღე-ღამის განმავლობაში მობილიზებულია დაახლოებით 100 000 მოხალისე.
ყველა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ნახეთ აქ: