Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საომარი მდგომარეობა უკრაინაში. II - III დღე - განახლებადი ინფორმაცია

II დღე. რა ვიცით რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე ამ დროისთვის:

  • რუსეთმა კიევზე მიიტანა რამდენიმე სარაკეტო იერიში.
  • უკრაინული წყაროების თანახმად, რუსული ტანკები კიევში შესვლას ცდილობენ.
  • უკრაინელი სამხედროები ხიდებს აფეთქებენ კიევისკენ რუსების გადაადგილების შესაჩერებლად
  • უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებს მიმართა
  • WHO-ს თანახმად, უკრაინაში მოსალოდნელია ჰუმანიტარული კატასტროფა
  • ლავროვმა დაასახელა, როგორი მთავრობა სურს რუსეთს უკრაინაში
  • ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში გამა-გამოსხივების საკონტროლო დონის მატება შეინიშნება. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტი იუწყება რადიაციის კონტროლის ავტომატური სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით.
  • ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის.
  • ზელენსკის ვიდეომიმართვა კიევიდან: „ხელისუფლება კიევშია. ჩვენ ვიცავთ უკრაინას“!
  • კიევში სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ ქალაქის დასაცავად.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი დღის შესახებ წაიკითხეთ აქ

რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან

ჰაკერულ თავდასხმას თავის თავზე იღებს ტვიტერის ანგარიში ანონიმუსის სახელით

ფრონტის ხაზის მახლობლად მყოფ ირაკლი ქურასებდიანს რადიო თავისუფლება სკაიპის საშუალებით პრაღიდან დაუკავშირდა

წერენ, რომ 2008 წლის "გაკვეთილი" არ დავიწყებიათ ქართველებს

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG