II დღე. რა ვიცით რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე ამ დროისთვის:
- რუსეთმა კიევზე მიიტანა რამდენიმე სარაკეტო იერიში.
- უკრაინული წყაროების თანახმად, რუსული ტანკები კიევში შესვლას ცდილობენ.
- უკრაინელი სამხედროები ხიდებს აფეთქებენ კიევისკენ რუსების გადაადგილების შესაჩერებლად
- უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებს მიმართა
- WHO-ს თანახმად, უკრაინაში მოსალოდნელია ჰუმანიტარული კატასტროფა
- ლავროვმა დაასახელა, როგორი მთავრობა სურს რუსეთს უკრაინაში
- ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში გამა-გამოსხივების საკონტროლო დონის მატება შეინიშნება. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტი იუწყება რადიაციის კონტროლის ავტომატური სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით.
- ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის.
- ზელენსკის ვიდეომიმართვა კიევიდან: „ხელისუფლება კიევშია. ჩვენ ვიცავთ უკრაინას“!
- კიევში სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ ქალაქის დასაცავად.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი დღის შესახებ წაიკითხეთ აქ