Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საომარი მდგომარეობა უკრაინაში. II - III დღე - განახლებადი ინფორმაცია

II დღე. რა ვიცით რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე ამ დროისთვის:

  • რუსეთმა კიევზე მიიტანა რამდენიმე სარაკეტო იერიში.
  • უკრაინული წყაროების თანახმად, რუსული ტანკები კიევში შესვლას ცდილობენ.
  • უკრაინელი სამხედროები ხიდებს აფეთქებენ კიევისკენ რუსების გადაადგილების შესაჩერებლად
  • უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებს მიმართა
  • WHO-ს თანახმად, უკრაინაში მოსალოდნელია ჰუმანიტარული კატასტროფა
  • ლავროვმა დაასახელა, როგორი მთავრობა სურს რუსეთს უკრაინაში
  • ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში გამა-გამოსხივების საკონტროლო დონის მატება შეინიშნება. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტი იუწყება რადიაციის კონტროლის ავტომატური სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით.
  • ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის.
  • ზელენსკის ვიდეომიმართვა კიევიდან: „ხელისუფლება კიევშია. ჩვენ ვიცავთ უკრაინას“!
  • კიევში სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ ქალაქის დასაცავად.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი დღის შესახებ წაიკითხეთ აქ

კულებას განცხადებით, დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას

„როსკომნადზორმა“ Meta Platforms, Inc-ის ადმინისტრაციას გაუგზავნა მოთხოვნა, სოციალური ქსლის მიერ დაკისრებული შეზღუდვის მოხსნის თაობაზე

შეუიარაღებელი კაცი რუსული სამხედრო კოლონის გაჩერებას ცდილობდა

სავარაუდოდ დაემატება კიდევ 5000 ჯარისკაცი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG