ექიმ-ტრავმატოლოგმა ვაჟა გაფრინდაშვილმა სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი მოინახულა და პირადად გასინჯა. ვაჟა გაფრინდაშვილის იდეაა, რომ შეიქმნას ფონდი, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ - დაკავებულ პირებს და მათ ოჯახებს დაეხმარება, რადგან ხშირ შემთხვევაში ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს ე.წ ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არა აქვთ.