14 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სალომე სუხიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. მან ილაპარაკა უმაღლესი სასწავლებლის გარშემო შექმნილ ვითარებაზე. IBSU-მ გადაწყვიტა მიმართოს არა სასამართლოს, არამედ ისევ ავტორიზაციის საბჭოს აპელაციით. სალომე სუხიშვილი გამოთქვამს იმედს, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლების მისაღებად თავის დროზე IBSU აირჩიეს, გარკვეული ხნის შემდეგ მიეცემათ ამის საშუალება.