Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო სამძიმარს უცხადებს


საგარეო: „ამ რთულ დროს, საქართველო გვერდში უდგას და სოლიდარობას უცხადებს სტრატეგიულ პარტნიორს.“
საგარეო: „ამ რთულ დროს, საქართველო გვერდში უდგას და სოლიდარობას უცხადებს სტრატეგიულ პარტნიორს.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს აზერბაიჯანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.

„ღრმად ვართ დამწუხრებულნი Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ გავრცელებული ცნობებით, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. გულწრფელად თანავუგრძნობთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე.

„ამ რთულ დროს, საქართველო გვერდში უდგას და სოლიდარობას უცხადებს სტრატეგიულ პარტნიორს, აზერბაიჯანს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აცხადებს საგარეო უწყება.

25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ჩამოვარდა. ის ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი მონაცემებითვე, ავიაკატასტროფას გადაურჩა 25 ადამიანი, რომელთაგან 22 ჰოსპიტალიზებულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG