თბილისში ნელ-ნელა ირთვება საახალწლო განათებები. ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს წელს ადგილი შეუცვალეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედანზე დადგეს. ყველაზე მეტად განათებული თბილისის ცენტრალური ქუჩებია. საახალწლო ილუმინაციების ნაწილმა ადგილი იცვალა, ის რაც შარშან ცენტრალურ უბნებში ეკიდა, წელს სხვა უბნებში გადაიტანეს.