თუ თვალი დაკავებული გაქვთ და საკითხავად არ გცალიათ, ან თუ სათვალეს ვერ პოულობთ, ანდა, თუ უბრალოდ მოგენატრათ თვალების დახუჭვა და სხვების მიერ მოთხრობილი საინტერესო ამბებისთვის ყურის მიგდება, მაშინ ეს პოდკასტი თქვენთვისაა.
„მოლაპარაკე ტექსტების“ მოქმედი პირები არიან ტექსტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე ვარჩევ თქვენთვის კვირაში ერთხელ და ამ ტექსტებს მოსათხრობ ამბებად ვაქცევ ხოლმე.
დღეს ამ სტატიებზე ვისაუბრებთ:
- რუბლიოვის შედევრის ბედი ჩეკისტურ მართლმადიდებლობაში
- „ახლა ოსებიც კი, ერთმანეთს რომ ხვდებიან, უმეტესობა რუსულად ლაპარაკობს“ - როგორ იკარგება ოსური ენა