Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრამდე გასტანს - გარემოს ეროვნული სააგენტო


26 დეკემბრამდე გაგრძელდება ძლიერი თოვა და ქარბუქი - გარემოს სააგენტო
26 დეკემბრამდე გაგრძელდება ძლიერი თოვა და ქარბუქი - გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.

კერძოდ, შენარჩუნდება ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე კი ძლიერი (ექვს ბალამდე) შტორმი.

სააგენტოს გაფრთხილების თანახმად, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - იუწყება სააგენტო.

24 დეკემბრის გამთენიისას ძლიერმა ქარმა არაერთგან შექმნა პრობლემები.

XS
SM
MD
LG