პოსტსაარჩევნო გარემოში საქართველოს რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ეწვევიან.
ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოს ეწვევიან შემდეგი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები:
- გერმანია - მიხაილ როთი
- ფინეთი - იუკა კოპრა
- შვედეთი - ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი
- საფრანგეთი - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი;
- ლიეტუვა - ჟიგიმანტას პავილიონისი
- ლატვია - ინარა მურნიეცე
- ესტონეთი - მარკო მიხელსონი
- პოლონეთი - კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დელეგაციას 11 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, ცალკე შეხვედრაზე ოპოზიცია დელეგაციას მიაწვის ინფორმაციას, „თუ როგორ მოჰპარა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები“.
ფორუმი