დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 29 იანვარს წარადგინა 23 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა ღირებულება 400 მილიონ ლარს აღემატება. პროექტები 2019-2020 წლებს მოიცავს. რადიო თავისუფლებამ მერიაში დააზუსტა ყველა პროექტების ღირებულება და შესრულების ვადები. ამ ჩამონათვალის მიხედვით შესაძლებელია დაპირებათა შესრულების გაკონტროლებაც.
გორგასალის ქუჩის სანაპიროს განვითარება;
დაგეგმილია მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბის გაყვანა და ქუჩის დათმობა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის. გამწვანება 10 ჰექტარი ტერიტორია და აშენდება საფეხმავლო ხიდი, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა.
- ბიუჯეტი: 110 000 000 ლარი.
- პერიოდი : 2019- 2020 წელი.
კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია; დაწყებულია მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო გზების მოწესრიგება, შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები. იგეგმება გამწვანებისა და გარეგანათების განახლება.
- ბიუჯეტი: საგზაო ინფრასტრუქტურა - 45 000 000 ლარი. გარე განათება - 7 000 000 ლარი. გამწვანების საპროექტო არეალი - 7 085 489 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა;
- ბიუჯეტი: 20–30 მილიონი ლარი.
- პერიოდი : 2019- 2020 წელი.
მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი (ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი) ახალი გზის მშენებლობა;
- ბიუჯეტი: 18 000 000 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
„დიღმის ჭალები“ - ახალი პარკის მშენებლობა (გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორია); მოეწყობა გამწვანებული სივრცე სპორტული მოედნებით, ამფითეატრით, კაფე-ბარებით;
- ბიუჯეტი: 11 620 192 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
დიდი დიღმის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა; გეგმით, აქ თავს მოიყრის სპორტის არაერთი სახეობა, აშენდება საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნები, საცურაო აუზი, ტერიტორიაზე განთავსდება მედიათეკა და კაფე-ბარები.
- ბიუჯეტი: 12 000 000 ლარი.
- პერიოდი : 2019-2020 წელი.
ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა; გეგმით, აქ თავს მოიყრის სპორტის არაერთი სახეობა, აშენდება საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნები, საცურაო აუზი, ტერიტორიაზე განთავსდება მედიათეკა და კაფე-ბარები.
- ბიუჯეტი: 12 000 000 ლარი.
- პერიოდი : 2019-2020 წელი.
ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის („კიკვიძის პარკი“) სრული რეკონსტრუქცია; იგეგმება ახალი დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეების შექმნა, მოეწყობა ამფითეატრი და დაიგება ველობილიკები.
- ბიუჯეტი: 4 900 000 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია (მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით);
- ბიუჯეტი: 50 000 000 ლარი.
- პერიოდი : 2019-2020 წელი.
გუდიაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების რეაბილიტაცია;
- ბიუჯეტი: 45 000 000 ლარი.
- პერიოდი : 2019-2020 წელი.
ი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია (მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით); მოწესრიგდება დაძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები - საგზაო ინფრასტრუქტურა, გარეგანათებები, შეიქმნება მწვანე სივრცეები, შეიქმნება სპეციალური საავტობუსო ზოლები.
- ბიუჯეტი: 13 000 000 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია;
- ბიუჯეტი: 9 900 000 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია;
- ბიუჯეტი: 1 600 000 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია;
- ბიუჯეტი: 10 000 000 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაცია;
- ბიუჯეტი: 3 800 000 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
სოფელი დიღომი - კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება;
- ბიუჯეტი: 3 000 000 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
მუხიანის აგარაკები - საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება;
- ბიუჯეტი: 1 900 000 ლარი.
- პერიოდი : 2018- 2019 წელი.
სასტუმრო რედისონის ქვეშ არსებული გვირაბის რეაბილიტაცია;
- ბიუჯეტი: 2 000 000 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილ ელბაქიძის) ქუჩაზე ამოსასვლელი გვირაბის რეაბილიტაცია;
- ბიუჯეტი: 1 300 000 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია; მოეწყობა მწვანე სივრცე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, განათების ბოძები და შეიქმნება ხელოვნური ტბა.
- ბიუჯეტი: 3 553 970 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
გზაგამყოფი კუნძულების მოწყობა თბილისის სხვადასხვა უბანში:
- ბიუჯეტი: 753 773 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.
სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია:
- ბიუჯეტი: 4 000 000 ლარი.
- პერიოდი : 2018- 2019 წელი.
ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა;
- ბიუჯეტი: 2 700 000 ლარი.
- პერიოდი : 2019 წელი.