NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რომელიც ივლისში ჩატარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემები ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არ შეცვლილა.
რომ დავაზუსტოთ, ამ მოცემულობით საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ისევ აწუხებს:
უმუშევრობა,
სიძვირე,
სიღარიბე.
აი რამდენიმე მონაცემი, რომელიც ბოლო კვლევამ აჩვენა:
- გამოკითხულთა 34% ( მთლიანი მოსახლეობის 21%) უმუშევარია და ეძებს სამსახურს;
- გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს;
- ოჯახის მთლიანი შემოსავალი 800 ლარზე მეტი გამოკითხულთა მხოლოდ 20%-ს აქვს, 63%-ის შემოსავლები 800 ლარამდეა;
- გამოკითხული მოსახლეობის 48%-ს ბოლო 6 თვის მანძილზე ჰქონია შემთხვევა, როდესაც არ ეყო ფული კომუნალური გადასახადების დასაფარად;
- გამოკითხულთა 54%-მა გასული წელს არ იმკურნალა, რადგან არ ჰქონდა ამის ფინანსური შესაძლებლობა;
- 50%-ს გასული წლის განმავლობაში ჰქონია შემთხვევა, როდესაც თავისთვის ან ოჯახის წევრისთვის წამალი სიძვირის გამო ვერ შეიძინა;
- გამოკითხულთა მხოლოდ 10% ახერხებს ფულადი დანაზოგის შექმნას;
- გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უთანასწოროა და იგი სარგებელს ადამიანების მხოლოდ გარკვეულ მცირე ჯგუფს აძლევს;
- გამოკითხულთა 57%-ს არ სჯერა, რომ როდესაც პენსიაზე გავა, შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას;
- გამოკითხულთა 84% ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.