ვიდეო კომენტარები
თამარ ჩუგოშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესახებ
„(განცხადებიდან) მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადასადგმელი... მხოლოდ იმაზე ლაპარაკი არ არის საკმარისი, რომ ეს ქვეყანა ჩვენი პარტნიორია და ის აღიარებს ჩვენს პროგრესს... პირდაპირ გვეუბნებიან - ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ჩვენი დემოკრატიული განვითარების კურსი დავადასტუროთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სტუმრობისას. 23 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ - სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფით“.