მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების ბავშვობა, ყრმობა, ახალგაზრდობა ფოტოებში.
პოლიტიკური ლიდერები, სანამ მათ მსოფლიო გაიცნობდა

11
კანადის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო (ცენტრში) მამის, ყოფილი პრემიერის, პიერ ტრუდოს დასაფლავების ცერემონიაზე. 2000 წელი.

12
ბორის ელცინი (ცენტრიდან მარცხნივ) მეგობრებთან ერთად სტალინის ეპოქის საბჭოთა კავშირში. რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ბავშვობაში პოპულარულიც იყო და კარგი აკადემიური მოსწრებაც ჰქონდა, თუმცა პრაქტიკული ხუმრობების სიყვარულმა ის დამართა, რომ ხელყუმბარის აფეთქებამ ორი თითი წააცალა მარცხენა ხელზე.

13
ვიქტორ ორბანი (მარცხნივ) უნგრეთის პარლამენტში კოლეგას ელაპარაკება. 1990 წელი. ახალგაზრდა ორბანმა სახელი უნგრეთის კომუნისტური მმართველობის მწვავე კრიტიკით გაითქვა და გვიან 80-იანებში დაჭერილიც იყო.

14
ბენიამინ ნეთანიაჰუ. 1964 წელი. 3 წლით ადრე 6-დღიან ომამდე და 45 წლით ადრე, სანამ ისრაელის პრემიერი გახდებოდა.

15
რიჩარდ ნიქსონი - კალიფორნიის კოლეჯის ფეხბურთის გუნდის სათადარიგო მოთამაშე. 1930 წელი.

16
ადრეულ 1900-იან წლებში პოლიციის მიერ დაკავებული იაკობ ჯუღაშვილის ფოტოები. დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც ეს ფოტოები გადაიღეს, მომავალი საბჭოთა დიქტატორის კომუნისტი რევოლუციონერების ბანდამ მსოფლიო გააოგნა თბილისის ცენტრში ბანკის სისხლიანი ძარცვისას 40-მდე ადამიანის მოკვლით.

17
დონალდ ტრამპი (უკიდურესად მარცხნივ). საოჯახო ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია.

18
ისლამ ქარიმოვი (მარჯვნივ) თვითმფრინავის მოდელს აწყობს. 1940 წელს, ყმაწვილი ქარიმოვი, რომელიც მოგვიანებით უზბეკეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი და შემდგომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა, რამდენჯერმე გადაიყვანეს უდედმამო ბავშვთა სახლში.

19
დაპატიმრებული ბენიტო მუსოლინი, რომელიც 1903 წელს შვეიცარიაში იტალიის სამხედრო სამსახურს ემალებოდა, თუმცა მუდმივი სამუშაო ვერ იპოვა. შვეიცარიის ხელისუფლებამ მშრომელთა ძალადობრივი გაფიცვების მხარდაჭერისთვის დააკავა.

20
ჯონ ფიცჯერალდ კენედი ევროპაში გატარებული არდადეგების შემდეგ ნიუ-იორკში ბრუნდება. 1938 წელი. 3 წელია დარჩენილი სანამ მეორე მსოფლიო ომში წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კონგრესში მოხვდება და ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი გახდება.