ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს იტალიელი მწერლისა და დრამატურგის, 1934 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ლუიჯი პირანდელოს ყველაზე უფრო ცნობილ რომანზე „განსვენებული მატია პასკალი“. რომანში ნაჩვენებია წინააღმდეგობა თანამედროვე ადამიანის სოციალურ „ნიღაბსა“ და ჭეშმარიტ „სახეს“ შორის. რატომ უნდა მატია პასკალს, რომ ყველას მიცვალებული ეგონოს; რატომაა მისთვის სიკვდილი განთავისუფლების ტოლფასი; როგორ აპირებს იგი ახალი ცხოვრების დაწყებას სხვა სახელით, სხვა სოციალური სტატუსით, საბუთებისა და სოციალური არსებობის რაიმე დამადასტურებელი ნიშნების გარეშე; როგორ შეიძლება ადამიანმა გამოიგონოს ახალი საკუთარი თავი, ბავშვობისა და სიყრმის ახალი მოგონებებით? რა მოხდება, თუკი მიცვალებული „მკვდრეთით აღდგება“ და თავისიანებს დაუბრუნდება, რომლებიც მას არ ელოდებიან? – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: