მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, გერმანიის ფედერალურ პარლამენტში შესულ პარტიებს შორის არის ულტრამემარჯვენეთა ორგანიზაციაც. რატომ გაძლიერდა ქსენოფობიური განწყობა მსოფლიოს ამ, ერთ-ერთ წამყვან დემოკრატიულ ქვეყანაში?
- რატომ ძლიერდება ქსენოფობიური განწყობა გერმანიაში?
- "პატრიოტი ევროპელები" და მათი მიზნები: ინტერვიუ მოძრაობა "პეგიდას" დამაარსებელთან, ლუც ბახმანთან.
- ქართული ნეონაციონალიზმის მარში.
- “თავისუფლების #კითხვები“: ულტრანაციონალიზმი ციფრულ მედიაში.
- "შინ - უცხოეთში": სტუმრად მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სოფელში.
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით, 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.