თბილისში, პარლამენტის წინ მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იქ თვეების განმავლობაში განთავსებულ კარვებს, საპროტესტო ბანერებს და სხვა ატრიბუტიკას იღებენ და ტერიტორიას წყლის მანქანებით წმენდენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და აქტივისტები, ასევე დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელიც ცდილობდა ხელი შეეშალა სატვირთო მანქანისთვის, რომელსაც რუსთაველის გამზირზე მოგროვებული ნივთები გადაჰქონდა.
რუსთაველზე განთავსებულ კარვებს შორის იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების და სხვა საპროტესტო კარვები, ასევე #სირცხვილიას აქციების ბანერები.