21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი - როგორც ადგილობრივი მკვიდრი, ისე პოლიციის წარმომადგენელი. დაზიანდა პოლიციის ათზე მეტი ავტომობილი, მათგან სამი დაიწვა. აქციის მონაწილეებმა დაპირისპირებისას ცეცხლი წაუკიდეს სამშენებლო ტექნიკასაც. მოსახლეობა ახალი ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. ვითარების გამწვავება კი ხეობაში შსს-ის სპეციალური დანიშნულების დამატებითი ძალების შეყვანას მოჰყვა.