20 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი. მან ილაპარაკა საქართველოში საწვავის ფასის განმსაზღვრელ ფაქტორებზე, გაძვირების მიზეზებზე და პერსპექტივაზე. პაატა ბაირახტარმა ახსნა საქართველოს საწვავის ბაზრის თავისებურებები და ჯანსაღი კონკურენციის არარსებობის გამაპირობებელი მიზეზები.