Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახის სიწმინდე ფობიის საპირწონედ


ოჯახის სიწმინდე ფობიის საპირწონედ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:34 0:00

17 მაისს საქართველოში მეექვსედ აღინიშნა ოჯახის სიწმინდის დღე. ამ დღის აღსანიშნავი მსვლელობა სასულიერო პირებმა, მრევლმა და საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და ფეხით ჩავიდნენ სამების ტაძრამდე. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ბაიკერებიც. ოჯახის სიწმინდის დღედ პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს გამოცხადდა სწორედ 17 მაისი, როდესაც მსოფლიო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქი თემის წარმომადგენელები და უფლებადამცველები ძალადობის სამიზნე გახდნენ გარკვეული ჯგუფებისა და მათ შორის, სასულიერო პირების მხრიდან. შეიქმნა ძალიან სახიფათო ვითარება, დევნისა და ტერიტორიიდან მათი გაყვანის დროს. ლგბტქი თემის აქტივისტები 2019 წლის 17 მაისს ქუჩაში აღარ გამოსულან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო. ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მათ ინტერნეტსივრცეში, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე (meaqvar.ge), თავიანთი პრობლემების შეხსენებით აღნიშნეს.

XS
SM
MD
LG