„მუსიკის კრიტიკოსები“ შეიძლება საუკეთესო აღწერა არ იყოს, მაგრამ უკეთესი ტერმინი, თან რომ მოკლეც იყოს და სათაურშიც რომ ჩაეტიოს, არა გვაქვს.
VS-ის ეს სერია უფრო პოდკასტია: ნიკომ სასაუბროდ დაპატიჟა სამი ადამიანი, რომლებიც ქართული როკის განვითარებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან აღწერდნენ და ჰკითხა - სად ვიყავით და ახლა სად მივედით?