Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე განიხილეს 6 საკითხი და შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე
  • შარლ მიშელის ინიციატივით პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა
  • 1 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
  • 28 თებერვალს, საღამოს, თბილისში ჩამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
  • 23 თებერვალს საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დააკავეს და ტერიტორიიდან წაიყვანეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

"საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელიც ამ თემაზე გაავრცელეს.

დღეს 8 ადამიანი დააკავეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც აქტივისტების ჯგუფი დილიდან ცდილობდა სიმბოლური კარავი გაეშალა. პოლიციის წინააღმდეგობის გამო მათ მხოლოდ ერთი, სათამაშო კარვის დადგმა შეძლეს.

ლიეტუველი პოლიტიკოსი მეორე დღეა საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან და საუბრობს დიალოგის აუცილებლობასა და მზაობაზე, ჩაერთოს მედიაციის პროცესში.

პირდაპირი: ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთობლივი პრესკონფერენცია

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG