Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არაგადამდები დაავადებები ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა"


11 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნია გიუაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მრჩეველი. მან ილაპარაკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წლევანდელ ანგარიშში ("ჯანდაცვის მსოფლიო სტატისტიკა - 2018") საქართველოში ჰაერის დაბინძურების - როგორც მოსახლეობის სიკვდილიანობის გამაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორის შესახებ მონაცემების გაუმჯობესებაზე. WHO მსოფლიო მასშტაბით აწარმოებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მასზე სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენის ხარისხს. ამ ფაქოტორებში ერთ-ერთია ჰაერის დაბინძურება, რომელი მაჩვენებელიც ორი წლის წინანდელ ანგარიშში საქართველოს შემთხვევაში უკიდურესად ცუდი იყო, რაც, ახლანდელი განმარტებით მოძველებული და უზუსტო მონაცემებით იყო გაპირობებული. ახლანდელი მაჩვენებლით, საქართველოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით სიკვდილიანობა არის 100 ათას კაცზე 101. ნია გიუაშვილი ჩამოთვლის იმ დაავადებებსაც, რომლებსაც ჰაერის დაბინძურება იწვევს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG