Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიალის საგა


რადიო „თავისუფლება“ პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს სკანდინავიური ლიტერატურის შედევრზე, ისლანდიურ „ნიალის საგაზე“.

„ნიალის საგა“ აღწერს 960-1020 წლის ამბებს, რომელთა შორისაცაა დაუსრულებელი საშიანო ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, სისხლის აღების უსასრულო ჯაჭვები, ევროპის პირველი, ისლანდიის პარლამენტის ჩამოყალიბება და მთელი კუნძულის გაქრისტიანება.

საგის მთავარი მოქმედი პირები არიან ძმები, ჰასკულდი და ჰრუტი, ასევე ჰასკულდის ასული ჰალგერდი, გუნარი, თავად ნიალი, მორდი, სიგფუსი, ტრაინი და ა.შ. საგა ხასიათდება განსაკუთრებული დრამატიზმით, გულწრფელობით, ემოციათა სისუფთავით, გმირების ნამდვილობით, სიტუაციების უნიკალურობით, ისტორიის ორიგინალურობით...

XS
SM
MD
LG