Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველა მიეჩვია იმას, რომ ორი შვილმოკლული მამა პროტესტის ნიშნად არის პარლამენტის წინ"


რა პროცესები მიმდინარეობს "ხორავას ქუჩის საქმეზე" მართლმსაჯულების სისტემაში, სააპელაციო სასამართლოს დონეზე? როგორც ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე განმარტავს, პროკურატურა კვლავაც ცდილობს თავისი პირვანდელი პოზიციის დაცვას. მოქმედი კანონმდებლობით, პროკურატურა წარმოადგენს დაზარალებულის ინტერესებს სასამართლო პროცესზე. დაზარალებულს (არა მხოლოდ მას) ყველაზე მეტი კითხვა სწორედ პროკურატურის პოზიციასთან დაკავშირებით აქვს. ნესტან ლონდარიძის თქმით, თვეებია პროკურატურას კომუნიკაცია არ ჰქონია დაზარალებულთან - "მოვექეცით ინფორმაციულ ვაკუუმში". 6 თებერვალს გენერალურ პროკურორთან შესახვედრად მისულ ზაზა სარალიძეს ჯერ უარი უთხრეს, კარგა ხნის შემდეგ კი (ზაზა სარალიძის მძაფრი პროტესტის, მისი პროკურატურის ეზოდან გამოძევების, ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ) გენერალური პროკურორი მასა და მის დამცველებს შეხვდა. პასუხი არც ერთ შეკითხვაზე მიუღიათ. გენერალური პროკურორი, როგორც ადვოკატი ამბობს, დაპირდა მათ, რომ საქმეს გაეცნობა და გამოხატა საქმის ბოლომდე მიყვანის ნება. აგრეთვე შესთავაზა მათ შეხვედრა 12 თებერვალს. მომავალ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქმეზე მომუშავე პროკურორებიც. ნესტან ლონდარიძე აცხადებს: "მთელი მცდელობა იქითკენ არის მიმართული, რომ ბრალდებულად ქცეული დაზარალებული მსჯავრდებულად აქციონ". ადვოკატი მიმდინარე პროცესში განსაკუთრებით გამოყოფს სასამართლოს როლს, რომელმაც უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და "არ მოექცეს პროკურატურის გავლენის ქვეშ".

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG