6 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სატელეფონო ჩართვაში რუსეთის ჰიბრიდულ ომზე ილაპარაკა ნათია კუპრაშვილმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ეროვნული პლატფორმის ხელმძღვანელმა. 5-7 სექტემბერს თბილისში იმართება რუსული მედიაფორუმი, რომელმაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ნათია კუპრაშვილი თვლის, რომ საჭიროა არა სპონტანური პასუხები რუსეთის ნაბიჯებზე, არამედ "გააზრებული პოლიტიკა, გააზრებული სტრატეგია და მოქმედებები".