დეკემბრის დასაწყისიდან სულ უფრო მზარდი და მასშტაბური გახდა ამერიკელებისა თუ ევროპელების კრიტიკა „ქართული ოცნების“ მისამართით. წერილები ძირითადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე იგზავნება.
დეკემბრის დასაწყისიდან სულ უფრო მზარდი და მასშტაბური გახდა ამერიკელებისა თუ ევროპელების კრიტიკა „ქართული ოცნების“ მისამართით. წერილები ძირითადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე იგზავნება.
სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი
კმაყოფილება მიღწეული შეთანხმებით და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებულების გათავისუფლების მოლოდინი - აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თავმოყრილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი ჯეიმს რიშისა და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის ლიდერის, დემოკრატ ჯინ შაჰინის შეფასებები.
„შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის სრულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე... შექებას იმსახურებს ყველა მხარე ძნელი კომპრომისებისთვის, რომლებიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიის წინ წასაწევად... გარდა ამისა, მივესალმები კვირის შეთანხმებულ ერთობლივ განცხადებაში ასახულ დაპირებას, გაუმკლავდნენ „ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესებისთვის შეუსაბამო პოლიტიზება“ და მოველი, რომ აუცილებლად გათავისუფლდებიან პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულებს“, - განაცხადა ჯეიმს რიშმა.
„2012 წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, როგორ გულმოდგინედ მუშაობს საქართველო დემოკრატიული გარდაქმნაზე და ამ მიზნის ჭრილში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ბოლო რვა წლის განმავლობაში. ასევე ვაფასებ, რომ საქართველო ყურადღებას აქცევს ჩემი და სენატორ რიშის შეშფოთებას სამოქალაქო ჩართულობისა და ქართველი ხალხის ხმების პატივისცემასთან დაკავშირებით, რაც დემოკრატიული საზოგადოების ძირითად პრინციპს წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს ამ გზით სიარულს და შეინარჩუნებს ერთგულებას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ“, - აღნიშნავს სენატორი ჯინ შაჰინი.
რესპუბლიკელი კონგრესმენი - რენდი ვებერი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რენდი ვებერმა ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება და 4 თებერვლით დათარიღებული ღია წერილი, რომლის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. კონგრესმენი თავის განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რეფორმების შეფერხებისა და ამერიკული ინვესტიციებისთვის კლიმატის გაუარესების გამო.
რესპუბლიკელი სენატორი - ჯეიმს რიში
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა იმედგაცრუება გამოხატა ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტთან დაკავშირებით. მწვავედ კრიტიკული განცხადება ტვიტერის საშუალებით გავრცელდა.
რესპუბლიკელი კონრესმენი - ადამ კინზინგერი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ადამ კინზინგერმა თავისი მორიგი განცხადება ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა. ის ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება.
სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავენ.
ტექსტის მთავარი აქცენტები:
შეშფოთება ბოლო მოვლენებით, რომლებიც ქართული დემოკრატიის და სახელმწიფო მმართველობის შესუსტებაზე მიუთითებს; შეშფოთების მიზეზი: პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დაპირების არშესრულება; შეშფოთების მიზეზი: მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა - დემოკრატიული უფლებებისა და მთავრობის მიერ თავისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევა; ოპოზიციის ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მეთოდებით - საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის დამატებითი მტკიცებულება; ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახლა გახსნა; კიდევ ერთი შემაშფოთებელი საკითხი: ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა; უზენაეს სასამართლოში პოლიტიკური მოკავშირეების დანიშვნა, მიუკერძოებელი და დიდი გამოცდილების მქონე მოსამართლეების ნაცვლად; რეგიონში რუსეთის გავლენების ზრდის საფრთხე რეფორმების შეფერხებისა და საქართველოს შიდა დაპირისპირების ფონზე; ვითარების სწრაფად გამოსწორებისა და ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულების აუცილებლობა.
გამოხმაურება:
გიორგი გახარია: ვიქნებით ობიექტურები იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ჟრიამულს ვტეხავთ
თეა წულუკიანი: ამერიკელი კანონმდებლების წერილებში "გასაკვირ ნაწილებია"
რესპუბლიკელი კონგრესმენი - პიტ ოლსონი
კონგრესმენი ოლსონი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ამჯერად კრიტიკის მთავარი ადრესატია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
რესპუბლიკელი კონგრესმენი - ბრაიან ბაბინი
წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. კონგრესმენმა ტექსტი ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი - პიტ ოლსონი
კონგრესმენმა ოლსონმა თავისი დამოკიდებულება 23 იანვარს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოხატა და ასე შეუერთდა კონგრესმენ კინზინგერის მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებული წერილის ტექსტს.
კონგრესმენების ორპარტიული წერილი - ადამ კინზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი, მაიკლ მაკკოლი
წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. წერილი კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ტვიტერზე დააანონსა და შემდეგ, ტექსტი საქართველოს მთავრობამაც გამოაქვეყნა.
ევროპარლამენტარების შეფასებები
21 იანვარს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპელმა დეპუტატებმა მწვავედ გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება.
ევროპარლამენტარების ძირითადი აქცენტები:
აუცილებელია არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული დაპირების შესრულება; აღქმაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა კულუარებში მოქმედებით ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები; თუკი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დიალოგი შედეგს არ გამოიღებს, დაზარალდება საერთაშორისო ნდობა 2020 წლის არჩევნების მიმართ; ძველი საქმეებისთვის ოპოზიციურ პარტიათა ლიდერების გასამართლება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აღძრავს; ევროკავშირისკენ მიმავალ, დემოკრატიულ ქვეყნაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ; მიუღებელია თავდასხმა ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე.
გამომსვლელთა შორის იყვნენ ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები და მათ შორის იყო „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიც“ - სწორედ ის პოლიტიკური ოჯახი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიეკუთვნება.
რესპუბლიკელი კონგრესმენი - მარკვეინ მალინი
As a Member of the House Committee on Energy and Commerce, I sent this letter to the Georgian PM with concerns about the deteriorating economic climate for foreign direct investment, in particular for US energy companies. Economic Prosperity = Freedom! @TvMtavari @TVSGEORGIA pic.twitter.com/HZ0dSTjbAH
ტექსტის აქცენტები:
13 იანვრით დათარიღებული ღია წერილი კონგრესმენმა 16 იანვარს ტვიტერზე გამოაქვეყნა წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია.
„განგრძობადი გადახვევა“ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან; გაუარესებული ბიზნესკლიმატი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის; განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში; ამერიკული და ევროპული ინტერესების შევიწროება; „ფეისბუკის“ მიერ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროსახელისუფლებო გვერდების დაბლოკვა.
სწორედ მარკვეინ მაილინის მიერ არის ინიცირებული კანონპროექტი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში. ის ითვალისწინებს არაერთი სახის სანქციას როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთავრობის ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მხილებული იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენების შევიწროებაში.
სენატორ როჯერ ვიკერის წერილი
2019 წლის 19 დეკემბერს სენატორმა როჯერ ვიკერმა (აშშ-ის სენატის კომერციის, მეცნიერების და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ) წერილი მისწერა პრემიერ გიორგი გახარიას.
მთავრობის ადმინისტრაციას ეს წერილი არ გამოუქვეყნებია.
წერილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25 იანვარს გაასაჯაროვა.
ტექსტის აქცენტები:
შეშფოთება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დაპირების არშესრულების გამო; ნდობის შელახვა მომავალი არჩევნების მიმართ; არჩევნების ლეგიტიმურობის გამოწვევები; პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის დევნის აღქმა; ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით გაღრმავებული შეშფოთება ოპოზიციის ლიდერების სასამართლო საქმეების კონტექსტში; 14 მოსამართლის უვადოდ გამწესების საეჭვო პროცესი; სიტუაციის დაუყოვნებლივ გამოსწორების აუცილებლობა.
კონგრესმენების ორპარტიული წერილი - ადამ კინზინგერი, ჯერალდ კონოლი
As co-chairs of the House Georgia Caucus, @GerryConnolly and I sent this letter to the Georgian PM with concerns on the reported violence against peaceful protests over the political reforms that were promised to the Georgian people and to the international community. pic.twitter.com/b9AHSscbW4
ტექსტის აქცენტები:
წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერი-მინისტრი, გიორგი გახარია. ტექსტი 16 დეკემბერს ტვიტერზე გამოაქვეყნა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა.
შოკისმომგვრელი ცნობა - პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებების ჩავარდნა; საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობის შესრულების აუცილებლობა; საქართველოს მოქალაქეების სურვილი - ჰყავდეთ მთავრობა „ხალხისგან, ხალხისთვის, და ხალხის“, რომელიც „უფრო მეტადაა დაახლოებული დასავლეთთან“; შემაძრწუნებელი ცნობები - ხელისუფლების ძალადობა მომიტინგეებზე; ვითარების გამოსწორების იმედი.
შეფასებები ევრონესტის ფარგლებში
8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას მასპინძლობდა. "ქართული ოცნების" მიმართ მწვავე შეფასებები საზოგადოებამ თბილისში ჩამოსული ევროპარლამეტარებისგან სხვადასხვა ფორმატში მოისმინა.
ტექსტის აქცენტები:
პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირების არშესრულებით დაიკარგა ნდობა 2020 წლის არჩევნების მიმართ; აუცილებელია მოსამართლეების არჩევა სამართლიანი სისტემით; ხალხს აქვს უფლება დემოკრატია დაიცვას ქუჩის აქციებზე; საქართველოში არიან პოლიტიკური აქტივობის გამო დაკავებული და გასამართლებული პირები; პოლიტიკური დევნა შეუსაბამოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან.