Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სარჯველაძე საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზე


28 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ სარჯველაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი. მან ილაპარაკა გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გამაპირობებელ, აგრეთვე სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს მიმართ გერმანიის პოლიტიკის განმსაზღვრელ ფაქტორებზე. მიხეილ სარჯველაძე განმარტავს იმ პოზიციებს, რომლების საფუძველსაც გერმანიის შიდაპოლიტიკური პრიორიტეტები წარმოადგენს. მიხეილ სარჯველაძე ხსნის, მათ შორის, მემარჯვენული განწყობების გაღვივების მიზეზებს, უპირველესად მიგრანტთა ნაკადის ზრდაზე ლაპარაკობს და ხაზს უსვამს, რომ ამგვარი განწყობების გაღვივება ცვლის არა მხოლოდ მემარჯვენე პოლიტიკური ძალების დღის წესრიგს, არამედ სხვა პარტიებსაც უბიძგებს პრიორიტეტების გადახედვისკენ. პოლიტოლოგი ლაპარაკობს აგრეთვე საქართველო-გერმანიის ურთიერთობის დინამიკაზე და აფასებს საქართველოს მიერ გერმანიის მიმართ წარმოებულ პოლიტიკას. მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ თავის დროზე საქართველომ ხელიდან გაუშვა შანსი გერმანია რუსეთთან ურთიერთობაში მედიატორად გამოეყენებინა. "დილის საუბრების" სტუმარი განმარტავს, რომ ამომრჩევლის დაკარგვის შიში გერმანიის პოლიტიკურ ძალებს ისევე აქვთ, როგორც სხვაგან და რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG