მიხეილ ბენიძე თვლის, რომ ამ არჩევნებისწინა პერიოდს სხვა არჩევნებისგან მკვეთრად გამოარჩევს ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ეს საკითხიც შევიდა ანგარიშში, რომელიც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 25 ოქტომბერს გამოაქვეყნა. დისკრედიტაციის კუთხით, დოკუმენტში ხაზგასმულია საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ დისკრედიტაციის, კამპანიური ღონისძიებების ჩატარებაში ხელის შეშლის მცდელობის ფაქტებიც. "ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდო ზეწოლისა და იძულების 13; ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 11; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 13; სააგიტაციო მასალების დაზიანების 40 და კამპანიის წესების დარღვევის 1 შემთხვევა. გარდა ამისა, საყურადღებოა საეჭვო შემოწირულობის შემთხვევა და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების გადადგომის ფაქტები", - ვკითხულობთ ანგარიშში.
მიხეილ ბენიძე ინტერვიუში ლაპარაკობს აგრეთვე საქართველოს რეგიონებში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულების სავარაუდოდ, იძულებით სააგიტაციო საქმიანობაში ჩართვაზეც.