Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთაწმინდელები: ჯანსუღ ჩარკვიანი


რადიო თავისუფლების „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ქართული“ გთავაზობთ საუბარს ქართული პოეზიის შესანიშნავ წარმომადგენელზე, თავისუფლების მომღერალ პოეტზე, ჯანსუღ ჩარკვიანზე.

დიდი ხანი არაა, რაც რუბრიკა „ ქართულს“ გაუჩნდა ქვერუბრიკა „მთაწმინდელები“. უკანასკნელი პოეტი, რომელმაც მთაწმინდა დაიმსახურა, სწორედ ჯანსუღ ჩარკვიანია, რომელიც ქართველმა ხალხმა 2017 წელს მიაბარა წმინდა მთის მიწას.

ჯანსუღ ჩარკვიანი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საუკეთესო ქართულ ჟურნალებს: „დილას“, „დროშას“, „ცისკარს“. იგი უაღრესად თამამი რედაქტორი იყო და ბევრი ქართული შედევრი სწორედ მისი დამსახურებით მიეწოდა მკითხველს. ჯანსუღ ჩარკვიანის Magnum oppus გახლავთ „ჰიმნი თავისუფლებას“. სიმბოლური იყო, რომ მისმა იდეურმა მოწინააღმდეგეებმაც კი საჭიროების დროს სწორედ ამ ლექსსა და სიმღერას მიმართეს...

XS
SM
MD
LG