Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიის უჩუმრად გაკეთებული ბაღი


მერიის უჩუმრად გაკეთებული ბაღი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:12 0:00

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტებმა და ადგილობრივებმა ერთ ღამეში კიდევ ერთი ბაღი მოაწყვეს. ჩარგეს ნაძვები, დაამონტაჟეს სკამები და საქანელები. აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან „ანას ბაღთან“ წამოწყებულ მშენებლობას და სურთ, თავისუფალი ტერიტორია წინასწარ დაიკავონ, რათა მერიამ მისი გასხვისებაც ვერ შეძლოს.  ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

XS
SM
MD
LG