Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სკოლების ადმინისტრაციის 95%-მა განაცხადა, რომ სკოლაში ძალადობა არ ხდება"


26 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მედეა გუგეშაშვილი, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ნაშრომზე - "კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში". ადამიანის უფლებათა აკადემიამ 64 საჯარო და კერძო სკოლაში იმუშავა მე-7-12-ე კლასების მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლების ადმინისტრაციასთან იმისათვის, რომ გამოევლინა ადამიანის უფლებების ცოდნის, სწავლებისა და ამ უფლებების დაცვის მდგომარეობა. მედეა გუგეშაშვილი აღნიშნავს, რომ მკვეთრი განსხვავებაა მოსწავლეებისა და უფროსების მიერ სკოლებში ძალადობის აღქმის კუთხით. სკოლებში გამოკითხული ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაახლოებით 95-99% თვლის, რომ სკოლებში ძალადობის/ჩაგვრის ფაქტები "არასოდეს" ხდება. ამის პარალელურად გამოკვლევაში ვხედავთ მოსწავლეთა მიერ აღწერილ მნიშვნელოვნად განსხვავებულ სურათს, როცა ისინი პასუხებს სცემენ შეკითხვებს სკოლებში სხვადასხვა ნიშნით და სხვადასხვა გზით ძალადობის/ჩაგვრის ფაქტებზე. რაც შეეხება ადამიანის უფლებების ცოდნას, მედეა გუგეშაშვილის თქმით, ძალიან სუსტად წარმოჩინდა. უფლებების არცოდნა და სტერეოტიპების დომინირება განსაკუთრებით გამოავლინა ჩაღრმავებულმა, კონკრეტულმა კითხვებმა.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG