Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს არის ქვეყანაში არსებული ვითარების დიაგნოზი!"


12 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედია-პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა ტელეკომპანია "იბერიის" ირგვლივ განვითარებულ პროცესებსა და ინფორმაციაზე, რომელიც ტელეკომპანიის მფლობელსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებაზე ვრცელდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განცახდებით გამოეხმაურა მიმდინარე პროცესს. "პირველ რიგში, ჩვენთვის მიუღებელია, რომ ბიზნესდავების გამო პრობლემები ექმნებათ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, რაც უარყოფითად აისახება მათ სამუშაო პირობებსა და ზოგადად მედიაგარემოზე საქართველოში. სოლიდარობას ვუცხადებთ ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტებს და მზად ვართ მათი უფლებების დაცვისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში. ორგანიზაცია გავრცელებული ინფორმაციისა და მასალების შესასწავლად საგამოძიებო უწყებებისგან რეაგირებას ითხოვს. მამუკა ანდღულაძე "დილის საუბრებში" ლაპარაკობს იმ ვითარებასა და ფაქტორებზე, რაც წლებია მედიასაშუალებებისა და მათი თანამშრომლების მოწყვლად მდგომარეობას განაპირობებს.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG