Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ანდღულაძე: "ჩვენი უპირატესობა უნდა იყოს რთული, დემოკრატიული გზის არჩევა"


10 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა რუსეთის სატელევიზიო არხების მაუწყებლობის დასაშვებობის საკითხზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ევროპის კვირეულის ფარგლებში საჯარო დისკუსია მოაწყო თემაზე - უნდა აიკრძალოს, თუ არა რუსული არხების მაუწყებლობა საქართველოში? მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ საკითხისადმი მიდგომა არ არის მხოლოდ - კი, თუ არა. ერთი მხრივ საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნე და მას რაღაც უნდა დაუპირისპიროს, მეორე მხრივ საქართველოს სურს დასავლური დემოკრატიის განვითარება, რაც გულისხმობს შეზღუდვების დაწესებას რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში. რუსეთის მიერ კონტროლირებული მედია პუტინის ხელისუფლებისთვის არის ჩვეულებრივი იარაღი ხელისუფლების ხელში. რა უნდა დაუპირისპიროს საქართველომ მას? პირველ რიგში მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებაზე რუსულენოვანი მედიის ზეგავლენის ხარისხისა და იმ საფრთხის შესწავლა, რასაც ქმნის ამ არხების საქართველოში მაუწყებლობა. NDI-ს ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში არაქართულენოვან სატელევიზიო არხების საშუალებით მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას იღებს გამოკითხულთა 18%. მათგან 86% რუსულენოვან არხებს უყურებს. მამუკა ანდღულაძეს მოჰყავს მაგალითები, მათ შორის - ბალტიისპირეთისა, სადაც აიკრძალა ერთი კონკრეტული რუსული არხის მაუწყებლობა, რაც ჩაითვალა ევროპულ სტანდარტად, რადგან შეფასდა როგორც კონკრეტულ საფრთხეზე პასუხი და არა საყოველთაო აკრძალვა. ანუ, მამუკა ანდღულაძე განმარტავს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს საფრთხის პროპორციული. დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა მხოლოდ რუსულენოვანი არხებიდან არ მოდის, არამედ ქართულენოვანი მედიასაშუალებებიდანაც. მამუკა ანდღულაძე ხაზს უსვამს მედიაწიგნიერებისა და რიგ საკითხებზე საჯარო დისკუსიის გაძლიერებას.

მამუკა ანდღულაძე რუსულ პროპაგანდაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:10 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG