Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული ჩანაწერები, სახელმწიფო და პოლიტიკური კონტექსტი


პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საკითხი კვლავ აქტუალურია, კვლავაც კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში ამოყო თავი და კვლავაც პოლიტიკურად აქტიურ ქალს ეხება. ამბის გავრცელების ფონზე ეკა ბესელია თავად ახდენს "მორალური ტერორის" სამიზნედ იდენტიფიცირებას. მომხდარს არაერთი ორგანიზაცია და პირი გამოეხმაურა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა განაცხადა, რომ "ყველა ადამიანმა ვინც თუნდაც გაუფრთხილებლად, მით უფრო განზრახ ავრცელებს მსგავს ჩანაწერებს, უნდა იცოდეს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული". განცხადება გაავრცელეს კამპანია "ეს შენ გეხება"-ს მონაწილე ორგანიზაციებმაც. "მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური ნება, რომ ერთხელ და საბოლოოდ ამ ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას ამ ძალიან ბინძური მეთოდებით ბრძოლას, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და რომელსაც აქვს მსუსხავი ეფექტიც. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დაშინება. ეს არის ხოლმე გზავნილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გადაწყვეტს, რომ იყოს კრიტიკულად განწყობილი", - აცხადებს ლიკა საჯაია "დილის საუბრებში".

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG