Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ მგონია, რომ დღეს ჩავარდეს ეს პროექტი. დიდი ალბათობით, პირველი მოსმენით იქნება მიღებული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს..."


ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი
ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი

ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „ლელოს“ წევრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს ფაქტორებზე, რაც განაპირობებს „ქართული ოცნების“ შემდგომ ნაბიჯებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესში:

„როგორც 4 თვის წინ გითხარით, რა იქნებოდა დღეს, ახლაც შევეცდები გითხრათ, რა იქნება 4 თვის შემდეგ, ორი საათის შემდეგ რა იქნება, ამასაც გეტყვით: მე არ მგონია, რომ დღეს ჩავარდეს ეს პროექტი. დიდი ალბათობით, პირველი მოსმენით ის იქნება მიღებული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მკაფიოდ ვამბობ, რადგან გაზაფხულზე, როცა იქნება შემდეგი მოსმენები, მთავარი გადაწყვეტილება სწორედ მაშინ იქნება მიღებული. რატომ? იმიტომ, რომ ის ძალიან დაბალი რეიტინგი, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, მათ აიძულებს იფიქრონ სხვადასხვა ალტერნატიულ გზაზე.

ეს ალტერნატიული გზებია: ვადამდელი არჩევნები, მაჟორიტარების შენარჩუნება, სხვა მექანიზმები, რომლებსაც დაარქვეს მენეჯმენტი, როგორც ე.წ. „კანიოკი“, რომელიც არ ამართლებს, როგორც ვხედავთ. ყოველ შემთხვევაში, ერთ წელი გავიდა შარშანდელი დაპირებიდან და ამან არ გაამართლა. ამიტომ, ახლა მიდის ისეთი მექანიზმების ამუშავება, და ეს ცხადი იყო ივნისშივე, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მისცემს საშუალებას, რომ რაღაცნაირად შეინარჩუნოს უმრავლესობა. აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი: ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს იმისა, როგორ უნდა გაკეთდეს ეს“, - ამ ვარიანტებზე და სხვა პოლიტიკურ ფაქტორებზე ვრცლად მოისმინეთ ინტერვიუში ლევან ბოძაშვილთან, რომელიც 13 ნოემბერს „დილის საუბრების“ სტუმარი იყო:


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG