Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მოსაპოვებლად გაემგზავრა


„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტი ლადო აფხაზავა დუბაიში გაფრინდა. იქ 24 მარტს გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდება. კონკურსის ორგანიზატორები გამარჯვებულის გამოსაცხადებლად სხვადასხვა ორიგინალურ ხერხს მიმართავენ. შარშან გამარჯვებული კოსმოსიდან გამოაცხადეს. ერთ-ერთი გამარჯვებული კი რომის პაპმა დაასახელა. რა ფორმით გამოაცხადებენ წლევანდელ გამარჯვებულს, ჯერ უცნობია. სოფელ ჩიბათის პედაგოგი „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დასახელდა.

XS
SM
MD
LG