“ჯორჯიან ეარვეის”- ის 2 თვითმფინავი იტალიაში გასაფრენად ემზადება. რეისი რამდენიმე წუთშია დაგეგმილი, - ამის შესახებ ავიაკომპანიის დირექტორმა, რომან ბოკერიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა.
რომან ბოკერიას თქმით, საქართველოს საელჩომ რომის აეროპორტში საქართველოს 200 მოქალაქის მობილიზება შეძლო. იტალიურმა მხარემ საქართველოს ორი სლოტის უფლება მისცა. ვინაიდან რომის აეროპორტი დაკეტილია და რეისის შესასრულებლად სპეციალური ნებართვა გაიცა. მგზავრებს უსაფრთხოების წესების დაცვით გადაანაწილებენ ორ თვითმფრინავში. რომან ბოკერიას ინფორმაციით, ავიაკომპანიის თანამშრომლებიც აღჭურვილი იქნებიან სპეციალური ეკოპირებით.
"როცა სპეცრეისის შესრულებაზე დავიწყეთ საუბარი, არცერთ ჩვენს თანამშრომელს უარი არ უთქვამს. იტალიაში გასაფრენათ შევარჩიეთ ჩვენი საუკეთესო პილოტები", - უთხრა რონამ კაკულიამ რადიო თავისუფლებას.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თბილისის საქალაქო სასამართლო მოქალაქეებს მიმართავს, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლოს ყოველდღიურად 3 ათასამდე მოქალაქე აკითხავს და ათობით პროცესი იმართება. მიუხედავად სადეზინფექციო სამუშაოებისა, ვიზიტორთა რაოდეობის სიმრავლე ვირუსის გავრცელების რისკს ამაღლებს, - აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.
კორონავირუსის COVID-19 გამო საქართველოში მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარების თაობაზე, კატეგორიულად აფრთხილებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.
საქართველოში კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მან საზოგადოებას ბრიფინგზე გააცნო საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა (COVID-19) მონაცემები.