Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
14:29 28.2.2020

საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების მეორე შემთხვევა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა.

წყაროს, ამირან გამყრელიძის თანახმად, წარმოადგენს იტალია. " ეს არის ისტორია იტალიაში მოგზაურობის, არის საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონირტორინგი", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ მეტი

14:55 28.2.2020

15:28 28.2.2020

აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეს კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზი დაუდასტურდა. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო „ინტერფაქსი“.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ეს არის აზერბაიჯანში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა.

პაციენტი განთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს სპეციალური რეჟიმის ბლოკში. სავარაუდოდ, დაავადებული აზერბაიჯანში ირანიდან ჩავიდა.

15:30 28.2.2020

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის ზრდასთან ერთად იზრდება კრიზისი საფინანსო ბაზრებზე.

ხუთშაბათს უოლ სტრიტმა უზარმაზარი დანაკარგი განიცადა. Dow Jones-ი 1200 პუნქტით, ანუ 4,4%-ით დაეცა, რაც ამ საფინანსო ინდექსის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარდნაა ერთი დღის განმავლობაში. S&P 500 დაეცა 4,4%-ით, Nasdaq-ი კი - 4.6%-ით.

მანამდე სერიოზული ვარდნა შეინიშნებოდა ევროპისა და აზიის საფინანსო ბაზრებზე.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საფინანსო ინდექსები 10%-ზე მეტით დაეცა მათ უკანასკნელ უმაღლეს მაჩვენებელთან შედარებით.

მსოფლიო მასშტაბით საფინანსო ბაზრებმა კრიზისის განმავლობაში ექვს დღეში 3,6 ტრილიონი დოლარის დანაკარგი განიცადა.

სპეციალისტები გამოთქვამენ შიშს, რომ კორონავირუსის გავრცელებით მიყენებულმა ზარალმა შეიძლება 2008 წლის საფინანსო კრიზისის მასშტაბები მიიღოს.

ჩინეთში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, დაავადების გავრცელების ტემპმა იკლო. დღეისთვის ჩინეთში რეგისტრირებულია 78 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 2800 ადამიანი.

დღეისთვის კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 55 ქვეყანაშია დაფიქსირებული, აღრიცხულია დაავადების 4200 შემთხვევა, გარდაიცვალა 70 ადამიანი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG