10:54
17.3.2021
ბოლო 24 საათში 27 167 ტესტი გაკეთდა. დადებითობის მაჩვენებელი 1.41%-ია.
11:44
16.3.2021
ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 652 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსის 537 შემთხვევა. ეს მარტის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
19:23
14.3.2021
პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-დან 43%-მდე შემცირდა, რაც დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას.
19:22
14.3.2021
15 მარტს ვაქცინაცია დაიწყება ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში. ხოლო ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს. ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობში კი 18 მარტს.