15:45
21.12.2020
გასულ 24 საათში 4811 ტესტი გაკეთდა. კვირა დღეს, სხვა დღეებთან შედარებით, ტესტირების მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს.
12:18
20.12.2020
კორონავირუსის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, ამ ეტაპზე მძიმეა 1104 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა. მათგან 511 თბილისში მკურნალობს, 138 აჭარაში, ხოლო 254 იმერეთში.
12:17
20.12.2020
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4599.
11:31
19.12.2020
19 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლინდა კოვიდ-19-ით ინფიცირების 2904 ახალი შემთხვევა.